ავტორი:

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

პარიზის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გრანდ სლემის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.

23 წლის ქართველმა ფინალამდე იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.

ცნობისთვის, გუშინ, 4 თებერვალს პარიზის გრან სლემის გამარჯვებული 73 კგ. წონაში ლაშა შავდათუაშვილი გახდა.