ავტორი:

რა ასაკში წავაკითხოთ ბავშვს ჟიულ ვერნი და რატომ "კაპიტან გრანტის შვილები"?

რა ასაკში წავაკითხოთ ბავშვს ჟიულ ვერნი და რატომ "კაპიტან გრანტის შვილები"?

დღევანდელ სამყაროში, როცა ბავშვები გაჯეტებზე არიან მიჯაჭვულები, ძნელია მათი წიგნებით დაინტერესება. მიუხედავად ამისა, სათავგადასავლო-ფანტასტიკური ჟანრი იდეალურია იმისთვის, რომ მოზარდს კითხვა შეაყვაროთ. ამ ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია ჟიულ ვერნი, რომელიც უკვე წლებია რჩება ყველა თაობის საყვარელ მწერლად.

ჟიულ ვერნის საკულტო რომანებს „პალიტრა L-მა“ ერთ სერიაში მოუყარა თავი და მისი ხუთტომეული წარუდგინა მკითხველს. უკვე გამოვიდა 2 ტომი: „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ და „საიდუმლო კუნძული“, ხოლო მესამე ტომი 6 თებერვალს გამოვა და მისი შეძენა ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 10 ლარად იქნება შესაძლებელი.

„კაპიტან გრანტის შვილები“ ჟიულ ვერნის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. ნებისმიერ მოზარდს დააინტერესებს ამბავი, თუ როგორ ეძებდნენ ბავშვები დაკარგულმამას და ის თავგადასავლებიც, რამაც მთელი ოჯახი გააერთიანა. დღევანდელი ბავშვებისთვის, რომლებიც შეჩვეულნი არიან სოციალურ ქსელებს და შეტყობინებების ონლაინ გაგზავნას, ბოთლით წერილის გაგზავნის იდეა და მისი გაშიფვრის გზები ინტერნეტის გამოყენების გარეშე სრულიად უცხო იქნება. გარდა ამისა, წიგნი შეიცავს უამრავ საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის შესახებ. იახტით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის იდეამ შეიძლება ნებისმიერი ბავშვის ყურადღება მიიპყროს.წიგნი ასევე გვასწავლის ადამიანის კეთილშობილებას, თავგანწირვას, შეუპოვრობას და სხვა, საჭირო თვისებებს. გმირები საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უკან არ იხევენ.

ჟაკ პაგანელიარის მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერუდიცია და ცოდნა ექსტრემალურ სიტუაციებში. ის არის მოსიარულე ენციკლოპედია. თანამედროვე ბავშვებისთვის ზედმეტი არ იქნება იმის სწავლა, რომ გაჯეტები ყოველთვის არ გამოდგება გამოუვალ სიტუაციებში. ზოგჯერ მნიშვნელოვანია, რომ დაეყრდნო საკუთარ გონებას, ცოდნას და ინტუიციას.

ეს წიგნი შესანიშნავია საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის, 10-14 წლის ასაკში, როცა ბავშვი მზადაა რთულისიუჟეტი აღიქვას. ბევრი საინტერესო გეოგრაფიული ფაქტი, საინტერესო ფაქტი ცხოველებისა და ბუნების შესახებ. რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და თავგადასავლების ჯადოსნურ სამყაროში იტყუებს მკითხველს.

მიუხედავად იმისა, რომ ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, მეცნიერული მსჯელობა სამყაროს შესახებ იმდენად საინტერესოა, რომ უფროსებსაც კი იტაცებთ მისი წაკითხვა. თუმცა, როგორც ცნობილია, თავად ავტორს არ სურდა წიგნისთვის ამ სათაურის დარქმევა და მის „საბავშვო საკითხავად“ მოხსენიება. ამიტომ იგი ამჯობინებდა სათაურს - „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“.

შეგახსენებთ, რომანის „კაპიტან გრანტის შვილები“ შეძენა 6 თებრვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 10 ლარად იქნება შესაძლებელი როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიაში ქსელში, ასევე პალიტრა L-ის საიტზე.

სერიის ფარგლებში ასევე გამოიცემა:

  • მეოთხე ტომი - „15 წლის კაპიტანი“
  • მეხუთე ტომი – „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა“