ავტორი:

"თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად" - ჯო ბაიდენი

"თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად" - ჯო ბაიდენი

დღეს ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერ მდგომარეობაში ვართ, რათა კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთს ან ნებისმიერ სხვას მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ჩინეთი დაემუქრება შეერთებული შტატების სუვერენიტეტს, აშშ შესაბამისად იმოქმედებს.

"მზად ვარ ვიმუშაო ჩინეთთან, სადაც ჩვენ შევძლებთ ამერიკის ინტერესების წინ წაწევას და მსოფლიოსთვის სარგებელის მოტანას, მაგრამ თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად - და ჩვენ ეს გავაკეთეთ, ”- განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მისი თქმით, ჩინეთთან კონკურენციაში გამარჯვებამ ყველა უნდა გააერთიანოს, რადგან მთელი მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.