ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავში, რომელშიც უკრაინის პირველი პირი იმყოფება, ახლახან ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა.

Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება.

საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსაც მიმართავს სიტყვით.

გარდა ამისა, ბუკინგემის სასახლემ ახლახან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.