ავტორი:

სამართალდამცავებმა ოზურგეთში დააკავეს მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი, რომელსაც 21 წელი ეძებდნენ: რას აცხადებს შსს

სამართალდამცავებმა ოზურგეთში დააკავეს მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი, რომელსაც 21 წელი ეძებდნენ: რას აცხადებს შსს

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ გააჩნდა.

"2008 წელის წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა. იგი მსჯავრდებული იყო და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის იძებნებოდა.

დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში