ავტორი:

"მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ნაკვეთი, იქიდან მაქვს ფული... ჩემი შვილი ჩემს კისერზეა" - გიული ალასანია

"მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ნაკვეთი, იქიდან მაქვს ფული... ჩემი შვილი ჩემს კისერზეა" - გიული ალასანია

გიული ალასანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტის ნიუ-იორკში ბინა აქვს. როგორც მან აღნიშნა, ამერიკაში მისი ძმა ცხოვრობს და თავად არანაირი ბინა არ აქვთ.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უხდის თანხებს ლობისტურ კომპანიებსა და ადვოკატებს, ალასანია პასუხობს, რომ მან მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაყიდა.

"რომელი ბინა მაქვს ნიუ-იორკში, ჩემი ძმა ცხოვრობს იქ. რაც შეეხება თანხებს, მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქოშიგორაზე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი და იქიდან მაქვს.

კიდევ ჩემს შვილს მეგობრები ჰყავს უზარმაზარი და დრო და დრო რაღაცას მეხმარებიან. რა მილიონებზეა საუბარი?! ჩამოვიდა ადამიანი შიშველი ხელებით და ჩემს კისერზეა! დასამალი მე არაფერი არ მაქვს" - ამბობს სააკაშვილის დედა.

ცნობისთვის, 17 იანვარს ტელეკომპანია "იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ, სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს კიევის ცენტრში (კუდრიავსკას ქუჩაზე) მდებარე ძვირადღირებული ბინა და თანხა 27 ათასი დოლარის ოდენობით გადაუფორმა. ინფორმაცია გიული ალასანიას არ დაუდასტურებია. ასევე რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი აქვს.