ავტორი:

მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს - დაიღუპა 3 ადამიანი და 5 დაშავდა

მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს -  დაიღუპა 3 ადამიანი და 5 დაშავდა

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელსაც თავდასხმისას ნიღაბი ეკეთა, მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.

მომხდარს მიჩიგანის სახელმწიფო მდივანი, ჯოსლინ ბენსონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტერორი აღარ უნდა გაგრძელდეს.

„ეს დაუსრულებელი ტერორი არ შეიძლება გაგრძელდეს. უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და საზოგადოება იარაღის გამოყენებით ჩადენილი ძალადობისგან,” - აღნიშნა ჯოსლინ ბენსონმა.