ავტორი:

"კომენტარებში მიწერენ, რომ გონებრივად ჩამორჩენილი ვარ. ალბათ, შურთ" - 20 წლის დაღესტნელი ვარსკვლავი, ბავშვის სახით - ვინ არის ჰასბულა მაგომედოვი და როგორ გახდა მილიონერი

"კომენტარებში მიწერენ, რომ გონებრივად ჩამორჩენილი ვარ. ალბათ, შურთ" - 20 წლის დაღესტნელი ვარსკვლავი, ბავშვის სახით - ვინ არის ჰასბულა მაგომედოვი და როგორ გახდა მილიონერი

ჰასბულა მაგომედოვი 20 წლის დაღესტნელი ბლოგერია, რომელიც რამდენიმე წელიწადში მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. სოციალურ ქსელებში მას "ჰასბიკას" სახელით იცნობენ. ბლოგერის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.

"ჰასბიკასთან" ერთად ვიდეოებს ისეთი ვარსკვლავები იღებენ, როგორებიც არიან შაკილ ო’ნილი, ჰაბიბ ნურმაგომედოვი, ცნობილი შეფი სიზინ ბურაკი, UFC-ის მებრძოლები და ა.შ.

  • რამდენიმე თვის წინ ბლოგერთან UFC-იმ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჰასბულა მებრძოლებზე მეტს გამოიმუშავებს.

20 წლის ჰასბულას ბავშვური ვიზუალი აქვს. განსაკუთრებული ფიზიკური მახასიათებლების მქონე ადამიანები ყოველთვის იზიდავს საზოგადოების ყურადღებას. ჰასბულამდე თურქი კოკსალ ბაბა იყო პოპულარული. კაცი, რომელიც 40 წლის არის, გენეტიკური დარღვევების გამო 120 სანტიმეტრია სიმაღლეში, ხმა კი ბავშვური აქვს.

  • სოციალური ქსელების მომხმარებლები ბაბამ თავისი ფეთქებადი ხასიათით მოხიბლა. ჩხუბისთავი თურქი ყველას ცემას აპირებდა, ვინც მას აბრაზებდა. ერთხელ, ბლოგერი პატარა საბავშვო მანქანით სეირნობდა. აღნიშნულის ამსახველმა ვიდეომ 1.3 მილიონი ნახვა დააგროვა და მინიატურული თურქ ვარსკვლავად აქცია.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/IOfZU2zWcs4" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

სხვათა შორის, კოკსალი საქართველოშიც ცნობილია. ერთხელ, ის ქართველ ჰალკს "თავს დაესხა" (ნახეთ ვიდეო).რა თქმა უნდა, ის ვიდეო არა მხოლოდ თურქეთში, არამედ საქართველოშიც ვირუსულად გავრცელდა.

2020 წელს სოციალურ ქსელებში ახალი "დამპყრობელი“ გამოჩნდა - ჰასბულა მაგომედოვი. ის მაშინ 18 წლის იყო, თუმცა ბავშვივით გამოიყურებოდა. მისი სიმაღლე - 93 სმ, ხოლო წონა 16 კგ იყო.

დაღესტნელი განსაკუთრებული ბიჭუნა ერთ ვიდეოში მარწყვს ჭამდა. თითქოს გასაოცარი არაფერია და ასეთი ვიდეო ვირუსული არ უნდა გახდეს, მაგრამ მომხმარებლებს მისი საუბარი და სიტყვები მოეწონათ: "მარწყვი ბომბია, სიმართლე გითხრათ, ჩემი საყვარელია.“

  • მის ხმაზე შეყვარებული მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა და მალე ვარსკვლავი გახდა. "ჰასბიკას" გარშემო ბევრი ადამიანია, ვინც ხელის გულზე დაატარებს და უამრავ საჩუქარს ჩუქნის.

"ჰასბიკას" მშობლები შვილის ბლოგერობის წინააღმდეგი არიან, რადგან ამბობენ, რომ შვილისთვის უფრო მშვიდი მომავალი სურდათ. პირველმა ჰეითერებმა კონსერვატორული აზროვნების მშობლები კიდევ უფრო შეაშფოთა.

ვთვლი თუ არა თავს შშმ პირად? მე ასე არ ვთვლი, მშლობლები - თვლიან, ექიმებიც ასე თვლიან. მხოლოდ სიმაღლის პრობლემები მაქვს. როცა სწრაფად დავდივარ, ვიღლები. გონება ისეთი მაქვს, როგორიც ჩემი ასაკის (18) ადამიანს შეეფერება. ბევრი ჩემხელა კომენტარებში მიწერს, რომ გონებრივად ჩამორჩენილი ვარ. ალბათ, შურთ, რომ პოპულარული გავხდი და მათზე მეტს ვშოულობ, - ამბობდა ჰასბულა.

მარწყვის ვიდეოს ჩემდეგ, ჰაბსულას პოპულარობა ნელ-ნელა დაღმა წავიდა. მაშინ მის ცხოვრებაში ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი, ასჰაბ ტამაევი გამოჩნდა.

ტამაევმა კარგად იცის, როგორ მუშაობს ინტერნეტ ჰაიპის სისტემა, შესაბამისად, იდეალურად გამოიყენა ჰასბულას სიტუაციაც. მან კიდევ ერთი მინიატურული ადამიანი, 17 წლის ტაჯიკელი მომღერალი აბდუროზიკი მოიწვია და 2021 წლის ზაფხულში ბიჭების ბრძოლა დააანონსა.

ჰასბულას და აბდუროზიკის პირისპირ შეხვედრის ვიდეომ წინა რეკორდები რამდენიმე საათში მოხსნა. ვიდეო იმდენად პოპულარული გახდა, რომ UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი და უამრავი მებრძოლი აზიარებდა. თუმცა ბრძოლა სხვადასხვა მიზეზებით არ გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ჩაიშალა, მაგომედოვის კარიერისთვის ეს ამბავი გარდამტეხი აღმოჩნდა. მისი ჰონორარები გაიზარდა, უცხოელ ვარსკვლავებს მასთან დამეგობრება მოუნდათ. ის UFC 276-ზე, აბუ-დაბიში მიიწვიეს.

აბუ-დაბიში ჰასბულა თავის საფირმო დარტყმით "მიეგება“ ორგანიზაციის ყოფილ ჩემპიონს, დანიელ კორმიეს. გადაიღო ვიდეო დანა უაითთანაც, კულისებში კი კინაღამ აბდუროზიკთან იჩხუბა. ისლამ მახაჩევის ბრძოლის შემდეგ, ჰაბიბ ნურმაგომედოვმა ბლოგერი მხრებზე შეისვა და ოქტაგონზე გაიყვანა.

აბუ-დაბის თავგადასავლისა და UFC-ისთან მცირე კოლაბორაციის შემდეგ, "ჰასბიკა" ახალ დონეზე გადავიდა. ის რამდენიმე მილიონი დოლარის მფლობელია, 2021 წელს, თავის პორტრეტიან NFT პროექტზე 2 000 000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/9y8DNO-f3mM" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

2022 წლის სექტემბერში კი UFC-ისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ჰასბი ბრძოლებში არანაირი სახით არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ორგანიზაციას პოპულარობას მოუტანს.

ერთ-ერთი ასეთი მომენტი იყო, როდესაც ჰასბიმ UFC-ის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის სახეში ბურგერი შეაზილა. ასევე ხუმრობით კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

ირლანდიელმა გაიგო, რომ ადრე ჰასბულამ მას ქათამი უწოდა, რამაც ის გააცოფა. "სიამოვნებით ვითამაშებდი ამ პატარა სუნიანი ჰასბულათი. საკუთარ თავს მიზნად დავუსახავ, რომ ამით სამქულიანი ჩავაგდო. ინცესტის მსხვერპლი.“ - დაწერა კონორმა "ტვიტერზე", შემდეგ კი პოსტი წაშალა.

ამჟამად ჰასბულა 20 წლის არის. ის დაღესტანში მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს. პერიოდულად UFC-ის "ინსტაგრამზე" ბრწყინავს. ბიჭუნა უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ავტორი: ანრი კურტანიძე