ავტორი:

რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს - რა განაცხადა პუტინმა?

რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს - რა განაცხადა პუტინმა?

რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • მისი თქმით, შეერთებული შტატები, ნატო-ს მეშვეობით, მოსკოვს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს. პუტინის თქმით, ვაშინგტონი ყველა პუნქტის შესრულებას ითხოვს, თავად კი გეგმავს, "მოიქცეს ისე, როგორც უნდა“.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე ფიქრობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და "როსატომი“ მზად უნდა იყვნენ, ბირთვული იარაღის გამოსაცდელად.

"ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ზოგიერთი ფიგურა ვაშინგტონში, უკვე ფიქრობს მათი ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ავითარებს ბირთვულ იარაღის ახალ ტიპებს. ამ სიტუაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და "როსატომმა“ უნდა უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოცდისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ თუ შეერთებული შტატები გამოცდას განახორციელებს, ჩვენც გავაკეთებთ ამას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.