ავტორი:

"ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" - ცნობილია წიგნის სახელი, რომელსაც გიორგი კეკელიძე "კვარას" შესახებ დაწერს

"ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" - ცნობილია წიგნის სახელი, რომელსაც გიორგი კეკელიძე "კვარას" შესახებ დაწერს

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნს დაწერს.

როგორც კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, წიგნის სახელი იქნება - "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი." იტალიურ გამომცემლობასთან კი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

"ესეც, ასე - კონტრაქტი გაფორმებულია. წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე, სახელად - ,,ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" რომაული გამომცემლობა Aletti Editore გამოსცემს.

ის, რომ გამომცემლობა დედაქალაქის არის და არა მაინცდამაინც ნეაპოლის, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია. საქართველოში გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing დასტამბავს.

ავტორი, მოგეხსენებათ, მე ვიქნები. წინასიტყვაობა - აკა მორჩილაძე. რედაქტორი - ზვიად კვარაცხელია. იტალიური თარგმანი - ინგა სიხარულიძე, კესა კაკალია. პროექტის პროდიუსერი - ბერიკა შუკაკიძე. კონსულტანტი, ხვიჩას მამა - ბადრი კვარაცხელია. ინტერნეტ პარტნიორი Geo Team", - წერს კეკელიძე.