ავტორი:

"ემ ქეი დის" მტკიცებით, "კრედიტ სუისსის" მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს“

"ემ ქეი დის" მტკიცებით, "კრედიტ სუისსის" მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს“

"კრედიტ სუისსის" მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს,“ - ამის შესახებ იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის“ სტატიაშია აღნიშნული, რომლის გამოქვეყნების მცდელობაც ევროპულ პრესაში მათი ცნობით, კვლავაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

"ფაქტები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ გავაკეთოთ დასკვნა: "კრედიტ სუისსის" მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს

მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის ორგანულ გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ბატონ ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ წინა ორ სტატიაში, ბატონი ივანიშვილის მხრიდან კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართებოდა და შეიცავდა ფაქტებზე დაფუძნებულ მხილებას იმისა, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად გაცნობიერებულად, შეგნებულად, წლების განმავლობაში მოქმედებდა და მოქმედებს ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რასაც ეწირება შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯიც. ამასთან, ამავე მოქმედებებით, ბანკის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და ეს ყოველივე ხორციელდება დაუფარავად. აღნიშნულის დასადასტურებლად, წინა სტატიაში საილუსტრაციოდ იყო წარმოდგენილი მხოლოდ ერთი, მცირე ეპიზოდი, სადაც ჩანდა, რომ ბანკის მენეჯმენტის მოქმედებებს რაიმე კომერციული ან ბიზნეს ლოგიკა არ გააჩნდა. იქვე გაცხადებული იყო, რომ ამ მცირე ეპიზოდის აღწერას მოჰყვებოდა მორიგი სტატიაც, სადაც უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა გაჟღერებული. როგორც ყოველთვის, ახლაც, სააშკარაოზე გამოტანილი იქნება მხოლოდ ფაქტები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებითაა გამყარებული, ხოლო დასკვნის გაკეთების პრეროგატივას კვლავ მკითხველს მივანიჭებთ.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბატონ ივანიშვილსა და "კრედიტ სუისს“-ს შორის წლებია მიმდინარეობს გლობალური დავა. მას საფუძველი დაუდო ბანკის მენეჯმენტის მიერ წახალისებულმა დანაშაულმა კლიენტის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლიდან 2015 წლამდე მიმდინარეობდა და რომლის გამოაშკარავება ისევ კლიენტის მოქმედებების შედეგად, 2015 წელს მოხდა. სწორედ დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ, ბატონმა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა, თუმცა, სხვადასხვა სამართლებრივი და პროცესუალური მიზეზების გამო, რაზეც წარსულში დეტალურად ვისაუბრეთ, აქტივების მმართველად დარჩა ისევ "კრედიტ სუისს“-ის ტრასტი. ამდენად, ბატონი ივანიშვილის გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი აღმოჩნდა არა "კრედიტ სუისს“-ში, არამედ სხვა ბანკში და, ლოგიკურად, "კრედიტ სუისს“-ს აღნიშნული თანხის შენარჩუნების სურვილი ან ინტერესი ვეღარ უნდა ჰქონოდა, ხოლო თავად ამ სხვა ბანკში არსებულ აქტივებს მართავს "კრედიტ სუისს“-ის სტრუქტურისა და მართვის ქვეშ არსებული ტრასტი, დაფუძნებული გერნსის კუნძულზე. ტრასტის ვალდებულება და მისი არსებობის ერთადერთი ფუნქცია მისი ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ტრასტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა ამ ფუნქციის შესრულებას 2022 წლის მარტამდე. სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, "კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მოქმედების ლოგიკა შეიცვალა (უფრო სწორად, ლოგიკისგან დაიცალა):

ბენეფიციარის ინსტრუქციების შესრულება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბატონ ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს: "აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“. შედეგად, გამოიკვეთა რა, რომ ბენეფიციარს ტრასტის ქვეშ მოქცეულ საკუთარ აქტივებზე წვდომა უსაფუძვლოდ ეზღუდებოდა, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა დაეხურა ტრასტი, რომელიც მისი ინტერესებისთვის იყო შექმნილი, ხოლო რეალობაში ყველა ინტერესის სამსახურში ჩადგა, გარდა ბენეფიციარის ინტერესისა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დაიწყო კლიენტის ჩიხში მოქცევა: მას არც ტრასტის დახურვის საშუალება ეძლევა და არც ტრასტის მართვის ქვეშ არსებული აქტივების განკარგვის. არადა, რამდენიმე თვით ადრე, ბატონმა ივანიშვილმა უპრობლემოდ შეძლო იმავე "კრედიტ სუისს“-ის სხვა ტრასტის დახურვა და აქტივების პირდაპირ ბენეფიციართა საკუთრებაში წამოღება. გააგრძელეთ კითხვა