ავტორი:

"ამ თაობამ არ იცის, რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა... მიხარია, რომ ნიკუშა და ალისაც იქ იყვნენ - ალისამ მიტინგი, როგორც ზეიმი, ისე აღიქვა" - მიხეილ სააკაშვილი

"ამ თაობამ არ იცის, რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა... მიხარია, რომ ნიკუშა და ალისაც იქ იყვნენ - ალისამ მიტინგი, როგორც ზეიმი, ისე აღიქვა" - მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" თბილისში გამართულ აქციებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მის "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა ფოტო, წარწერით:

"ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული. სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ, გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა. ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება.

ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.

გარდა ამისა, ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.

მინდა ვთქვა, რომ ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!

P.S. მიხარია, რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი, როგორც ზეიმი, ისე აღიქვა..."