ავტორი:

"დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო! მიყვარხართ" - მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს მიმართავს

"დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო! მიყვარხართ" - მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს მიმართავს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, კარიერაში ყველაზე პრინციპული ბრძოლა მოიგო. დღეს, 12 მარტს მან რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.

დაპირისპირება ხუთი რაუნდი გაგრძელდა და ქართველის უპარტესობით წარიმართა. ხუთივე რაუნდში დვალიშვილი დომინირებდა საბოლოოდ კი ქართველმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მერაბმა ეს შესაძლებლობა - სავსე დარბაზი, ტელეეკრანთან კი მილიონობით მაყურებელი გამოიყენა იმისთვის, რომ ყველას გასაგონად ეთქვა - "დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას."

გამარჯვების შემდეგ დვალივილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო! მიყვარხართ. ჯიგრები ხართ. სოციალური ქსელების შეტყობინებებს ვერ ვუპასუხებ რამოდენიმე დღე. იმედია გამიგებთ." - წერს მერაბ დვალიშვილი.

ასევე იხილეთ: