ნობელის პრემიის ლაურეატი, კენძაბურო ოე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც გამომცემლობა Kodansha იუწყება, ის სიბერით, 3 მარტს დაიღუპა. ოე 1994 წელს რიგით მეორე იაპონელი მწერალი გახდა, რომელსაც ლიტერატურაში ნობელის პრემია გადაეცა, "წარმოსახვითი სამყაროს შექმნისთვის, სადაც რეალურისა და გამონაგონის სინთეზით ოსტატურად გადმოგვცემს თანამედროვე სამყაროს ადამიანთა გაურკვეველ ყოფას.
კენძაბურო ოე 1935 წლის 31 იანვარს იაპონიის სამხრეთ კუნძულ შიკოკუს ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ოეს 6 დედმამიშვილი ჰყავდა. მან ტოკიოს უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურა შეისწავლა და პიესებსაც წერდა. ფრანგული და ზოგადად, დასავლური ლიტერატურის გავლენა მის რომანებში, მოთხრობებსა და ესსეებში საკმაოდ იგრძნობა. ისინი შეეხება პოლიტიკურ, სოციალურ და ფილოსოფიურ საკითხებს, მათ შორის ბირთვულ იარაღს, ბირთვულ ძალას, სოციალურ არაკომფორმიზმს და ეგზისტენციალიზმს. კენძაბურო არაბირთვული სამყაროსკენ მიისწრაფოდა: "ატომური სადგურების პრობლემა ახალგაზრდა თაობებს არ უნდა დავუტოვოთ", - აცხადებდა ის.
მწერალს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა