ავტორი:

"ქართველის შესრულებით ფეხბურთი ნამდვილი ბედნიერებაა... მალე ნეაპოლში ბავშვებს ხვიჩას დაარქმევენ" - რას ჰყვება იტალიელი ჟურნალისტი "კვარამანიაზე"?

"ქართველის შესრულებით ფეხბურთი ნამდვილი ბედნიერებაა... მალე ნეაპოლში ბავშვებს ხვიჩას დაარქმევენ" - რას ჰყვება იტალიელი ჟურნალისტი "კვარამანიაზე"?

წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემის, "გაზეტა დელო სპორტის" ჟურნალისტმა მაურიციო ნიჩიტამ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

- როგორღაც მომიყევით, რომ ხვიჩამ ჯერ კიდევ წინასასეზონო შეკრებისას აღგაფრთოვანათ. რას იტყოდით იმაზე, რასაც ახლა ქართველი სჩადის?

- ზაფხულის შეკრებაზე ხვიჩამ თავისი ზუსტი დარტყმებით გამაოცა. ოფიციალურ მატჩებშიც იმავეს ვხედავთ: მისი დარტყმების შემდეგ ბურთი ან კარში მიფრინავს ან ოდნავ სცდება მიზანს. "კვარას" მოქმედების ეფექტიანობა საოცარია, ეფექტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! როდესაც ფინტით "ატალანტას" მთელი დაცვა დააწვინა, ემოციები ვერც მე შევიკავე. ქართველის შესრულებით ფეხბურთი სიხარულია, ნამდვილი ბედნიერებაა. მე უკვე 60 წელზე მეტის ვარ, ჟურნალისტურ კარიერაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ რასაც ხვიჩა ქმნის, ძნელია რაიმეს შეადარო. თავს ჯადოქრით აღფრთოვანებულ ბავშვად ვგრძნობ.

- სეზონის წინ შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ხვიჩა სერია A-ს სეზონის ერთ-ერთი გმირი გახდებოდა?

- ნიჭიერი და პერსპექტიული რომაა, მაშინვე ჩანდა. ვარჯიშებზეც ძალიან პროფესიონალურად მუშაობდა. სპალეტის რჩევებს გულდასმით უსმენდა. სავარაუდო იყო, რომ სერია A-ს სწრაფად გაუშინაურდებოდა, მაგრამ მსგავს ფურორს ალბათ არავინ ელოდა.

ერთია გქონდეს დიდი ტალანტი, ხოლო სულ სხვაა, როდესაც ამას მთელი გუნდის საკეთილდღეოდ გამოიყენებ.

"კვარა" ორივეს ახერხებს და კიდევ საჭიროების შემთხვევაში დაცვასაც კი ეხმარება, რაც სწორედ სპალეტიმ ასწავლა. მწვრთნელი უდავოდ ქების ღირსია: ჩვენ შეგვიძლია მოხიბლული დავრჩეთ ხვიჩათი და ვიქტორ ოსიმენით, თუმცა დღევანდელი "ნაპოლი", პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სპალეტია. თუ ჩემპიონატს მოიგებენ, ის სამუდამოდ შევა ნეაპოლური კლუბისა და მთელი სერია A-ს ისტორიაში. სპალეტი გასულ კვირაში 64 წლის გახდა და ეს იტალიურ კარიერაში მისი პირველი სკუდეტო იქნება. გააგრძელეთ კითხვა