ავტორი:

ხვიჩამ ჩაიბარა გუტის გაგზავნილი მაისური, წარწერით: "მადლობა, რომ ჩემ გამო შეიყვარე ფეხბურთი"

ხვიჩამ ჩაიბარა გუტის გაგზავნილი მაისური, წარწერით: "მადლობა, რომ ჩემ გამო შეიყვარე ფეხბურთი"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას კერპს, ესპანელ ფეხბურთელს, მადრიდის "რეალის" ლეგენდას გუტის ერთ-ერთ გადაცემაში აჩვენეს ვიდეო, რომელშიც "კვარა" ჰყვება, როგორ იყო ესპანელი ფეხბურთელი ბავშვობაში მისი კერპი და რომ ფეხბურთი სწორედ მან შეაყვარა. ამის შემდეგ გუტიმ ქართველი ფეხბურთელი შეაქო და პირობა დადო, მის მიერ ხელმოწერილ მაისურს გაუგზავნიდა. როგორც ირკვევა, ხვიჩამ ეს საჩუქარი უკვე მიიღო და საკუთარ სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას განათავსა.

წარმოიდგინეთ, ბავშვობაში თეთრ მაისურზე დაწერილ კერპის სახელისა და ნომრის შემდეგ, იღებ ნამდვილს, წარწერით: "მადლობა, რომ ჩემ გამო შეიყვარე ფეხბურთი...", ის შენი გულშემატკივარი ხდება და გეპატიჟება ოცნების გუნდ მადრიდის "რეალში"...

"არ ვიცი, რა ვთქვა, დიდი მადლობა, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ამაზე ვოცნებობდი", - ამბობს ხვიჩა გავრცელებულ ვიდეოში. არსებული ინფორმაციით, ის თავის კერპს ასევე საჩუქარს უმზადებს.. ნახეთ ვიდეო და სტატია: ქართული ფეხბურთის მარგალიტი - ბევრი იბრძოლა, უფრო მეტი გოლი გაიტანა, კერპის მაისური მიიღო, თუმცა წინ მაინც დიდი მიზნებია...