ცნობილი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გილემ ბალაგე საქართველოს ესტუმრა. მიზეზი, რა თქმა უნდა, "ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იყო. "სად არის ახლა გილემი? "კვარადონას" დაბადების ადგილას, საქართველოში, თბილისში“, - ასე წარადგინა ტელეარხ CBS sport-ზე გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტი.
"გლაზგოს Ababa shop-ის, სტამბოლის, მილანის მოდის კვირეულის შემდეგ ახლა ვიმყოფებით თბილისის ცენტრში, იმ ადგილას, სადაც ხვიჩა კვარაცხელია დაიბადა. ორი დღე გვაქვს, რომ ყველაფერი გაჩვენოთ მის შესახებ“ - გადაცემის წამყვანების მხრიდან ოვაციები და სიცილი მოჰყვა ხვიჩა კვარაცხელიას სახელის წარმოთქმას.
ჟურნალისტი დიღმის მასივში, ხვიჩას მშობლებს სახლში ესტუმრა. ხვიჩას ოთახის დათვალიერებისას, მისმა დედამ აღნიშნა, რომ 7-იანზე ხვიჩა ბავშვობიდან შეყვარებული იყო.
"როდესაც ხვიჩას ფეხბურთის ღმერთს უწოდებენ, ორმაგად მიხარია“, - აღნიშნავს ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია, რომელმაც დაამატა, რომ მისი და მისი თაობის კერპი მარადონა იყო.
იხილეთ ასევე:
მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა