ავტორი:

ცნობილია, რომელი გუნდი იქნება კვარაცხელიასა და "ნაპოლის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე

ცნობილია, რომელი გუნდი იქნება კვარაცხელიასა და "ნაპოლის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე

ცნობილი გახდა რომელ გუნდს დაუპირისპირდება იტალიური "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

ტურნირის შემდეგ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების მეტოქე "მილანი" იქნება.

ცნობისთვის, "ნაპოლი" აქამდე არასდროს ყოფილა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ეს გუნდისთვის ისტორიული შედეგია.

ნეაპოლური გუნდის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი აქვს გატანილი, მან ასევე 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება სხვა გუნდებს - მეოთხედფინალში მადრიდის "რეალი" ლონდონის "ჩელსის" შეხვდება, მილანის "ინტერი" - ლისაბონის "ბენფიკას", ხოლო მანჩესტერის "მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნს".