ავტორი:

"კვარას" წინააღმდეგ უბრალოდ პირჯვარი უნდა გადაიწერო და..." - როგორ აპირებს "ტორინის" მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას

"კვარას" წინააღმდეგ უბრალოდ პირჯვარი უნდა გადაიწერო და..." - როგორ აპირებს "ტორინის" მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას

"სერია ა' მორიგ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ტორინოს" დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, 19 მარტს გაიმართება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ტორინოს მთავარ მწვრთნელს, ივან იურიჩს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებდა ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაზე, რასაც მან საინტერესო და სახალისო პასუხი გასცა:

"კვარას ვერ გააჩერებ. თუ ორმაგ მეურვეს მიჩენ, მარიო რუისთვის, ჟელილინსკისთვის თავისუფალ ადგილს დატოვებ. კვარას წინააღმდეგ უბრალოდ პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედი გქონდეს, რომ მისი დღე არ იქნება", - თქვა "ტორინოს" მწვრთნელმა.

ინფორმაციისთვის, "სერია ა-ს" 26 ტურის შემდეგ ცრილის სათავეში "ნაპოლია" და უახლოეს მდევარს, "ინტერს" 18 ქულით უსრებს. რაც შეეხება "ტორინოს", გუნდს 37 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს.