ავტორი:

"ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში სამხედრო სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა" - რუსული სახელმწიფო მედია

"ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში სამხედრო სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა" - რუსული სახელმწიფო მედია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში სამეთაურო პუნქტს ეწვია.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, პუტინმა სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო პუნქტში შეხვედრა გამართა.

მედიის ცნობითვე, კრემლის ლიდერი დონის როსტოვს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში, 18 მარტს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ სტუმრობდა.

მანამდე პუტინი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა.