ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კვლავ გაიზარდა - Transfermarket-ის მიხედვით, მისი ღირებულება ახლა 85 მილიონი ევროა

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კვლავ გაიზარდა - Transfermarket-ის მიხედვით, მისი ღირებულება ახლა 85 მილიონი ევროა

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი Transfermarket-ზე შეიცვალა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვარცხელიას ღირებულება უკვე 85 მილიონი ევროა. აქამდე ფეხბურთელი Transfermarket-ზე 60 მილიონად იყო შეფასებული.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ყაზანის "რუბინიდან" ბათუმის "დინამოში", ხოლო შემდეგ, ბათუმის "დინამოდან" იტალიურ "ნაპოლიში" გადავიდა 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

კვარაცხელიას თამაშის ნახვის შემდეგ, ევროპაში გაკვირვებას ვერ მალავდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს იტალიელებმა ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის ასე დაბალ ფასად შეძენა.

ქართველი ვარსკვლავის ყოველი თამაში ფეხბურთის ფანების აღფრთოვანებას იწვევს და ამბობენ, რომ მან ფეხბურთს რომანტიზმი დაუბრუნა.