ავტორი:

ტყიბულში რამდენიმე დღეა, 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ - რას ჰყვებიან ადგილობრივები?

ტყიბულში რამდენიმე დღეა, 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ - რას ჰყვებიან ადგილობრივები?

ტყიბულში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც AMBEBI.GE-ს დაკარგული ახალგაზრდას ახლობლებმა უთხრა მათი მეგობარი 27 წლის ილია ფუტკარაძე სახლიდან 17 მარტს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს, ტელეფონი გათიშული აქვს და ვერუკავშირდებიან, მათ ეს ფაქტი სამართალდამცავებს აცნობეს და გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ პოლიციაში.

ილია ფუტკარაძე ტყიბულში გასული წლის ზაფხულიდან მეგობართან ცხოვრობდა.

"რუსეთიდან ჩამოვიდა, მამა ტყიბულელი ჰყავდა, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, დედა რუსია და რუსეთში ცხოვრობს" - ჰყვებიან ადგილობრივები.