ავტორი:

"მივედი, დავლიე, ბარამიძესთანაც წავიცეკვე... ამის მერე, ეს ცეკვა დაატრიალეს და..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"მივედი, დავლიე, ბარამიძესთანაც წავიცეკვე... ამის მერე, ეს ცეკვა დაატრიალეს და..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძვნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი შალვა რამიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც სექსუალური შევიწროვების ფაქტებს ეხება.

"რომ მიხვდეთ, საქართველოს კანალიზაციაში (თვითგამოცხადებულ ქართულ ოცნებაში) რა მენტალიტეტით მოძრაობენ, შეგიძლიათ ეს ვიდეო ნახოთ და ისტორიაც მოისმინოთ. თათია სამხარაძის ცეკვის ვიდეოზე გამახსენდა. ეს არის ემჯგუფის იუბილე - 2011. მივედი, დავლიე, ვიხმაურე, გავერთე. შუა გართობაში ბარამიძეც გადამეყარა, და იმასთანაც წავიცეკვე - რასაც ადამიანები შვებიან იმ წვეულებებზე სადაც მე დავდივარ ხოლმე მრავალი წელია, ის ვქენი. ვიღაცამ ჩაწერა და არც მაქვს პრობლემა, ბევრი ხალხი იყო და არასაჯარო არაფერი მიქნია.

არჩევნები წავაგეთ. ტელევიზიის კეთება რომ დავიწყე ბენდუქიძესთან ერთად, ნანა ლეჟავამ, ანუ მორიგმა ნათია ბერიძემ გააკეთა სიუჟეტი - სადაც სრულიად უკონტექსტოდ ჩასვა ეს ცეკვა. ამის მერე, ეს ცეკვა დაატრიალეს ცალკე და დღემდე ჩემი “ბოზობის” დასტურად მოაქვთ (მეცინება თან, ამას რომ ვარჩევ).

ასეთ გოიმთა ტლაპოა - ეგეთ გოიმებზე აქვთ გათვლა და ქართველი ერიც ეგეთი ტოტალური ფარჩაკი და გოიმი ჰგონიათ.ამ ყველაფერში გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ალბათ სულ შვიდჯერ ვიტირე ზრდასრულობაში და ერთერთი ტირილი იმაზე იყო, რომ ბენდუქიძემ ბარამიძეს შემადარა.

ისე დაიბნა კახა, შენ შორენა შავერდაშვილი ხარ თუ კაია მეთქი, რომ ავჯღავლდი - ერთ სიამოვნებად ღირდა... ანუ ასეთი ქაჯები ჰგონიხართ მოკლედ - ცეკვა კომპრომატია, სამსახურეობრივ გასაუბრებაზე გენიტალიების ჩვენება - არა და მე და ბოკერიას გვაბრალებენ - ქართველების გადაკეთება უნდათო" - წერს ჩერგოლეიშვილი.

POSTV- ის ხელმძღვანელსა და წამყვანს შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ისევ ადანაშაულებენ, ამჯერად, ჟურნალისტები - გვანცა ბუდაღაშვილი და მაკო ჯაბუა. ისინი წლების წინ მომხდარ ფაქტებს იხსენებენ.