ავტორი:

რუსეთი უკრაინას ირანული "შაჰედის" დრონებით დაესხა თავს - დაიღუპა სულ მცირე, სამი ადამიანი (ფოტოები)

რუსეთი უკრაინას ირანული "შაჰედის" დრონებით დაესხა თავს - დაიღუპა სულ მცირე, სამი ადამიანი (ფოტოები)

22 მარტის ღამეს, რუსეთი უკრაინის რამდენიმე რეგიონს ირანული "შაჰედის“ დრონებით თავს დაესხა.

მედიის ცნობით, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ 21-22 მარტის ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 21 დრონიდან 16-ის განადგურება მოახერხა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოს განცხადებით, 8 რუსული "შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატი კიევის თავზე დაფიქსირდა და ყველა მათგანი გაანადგურეს.