ავტორი:

ახალი დეტალები: პოლიციამ მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა - ცნობილი ხდება დანაშაულის სავარაუდო მოტივიც

ახალი დეტალები: პოლიციამ მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა - ცნობილი ხდება დანაშაულის სავარაუდო მოტივიც

დღეს დილით მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობა აღენიშნებოდა და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

გარდაცვლილი 64 წლის რამაზ ბასილაძე, რომელიც მუხიანში მე-4ბ მიკრორაიონის 42-ე კორპუსში ცხოვრობდა, ანუ სადაც მისი ცხედარი ნახეს.

მამაკაცის ცხედარი მალევე ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული, 45-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. სანდო წყარო გვიყვება, რომ მკვლელობის მოტივი ნარკოტიკებია.

კითხვაზე, საქმე ეხება თუ არა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, საქმის პროკურორი განმარტავს, რომ ამაზე კონკრეტულ პასუხს ჯერ ვერ გასცემს.

ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, ექსპერტიზა ჩატარდება და კითხვებს პასუხს გასცემს.

"დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოჩენის [გარდაცვლილი]. ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულებას, იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.