ავტორი:

მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ "ქართული ლეგიონის" წევრებს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ "ქართული ლეგიონის" წევრებს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ოთხ წევრს. ინფორმაციას ამის შესახებ "მედიაზონა" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცნობები მოსკოვის სასამართლოების საქმეებში მოიძია.

პირები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან რუხაია, ალიბეგაშვილი, ამირანაშვილი და აფრესოვი. მათ ედავებიან ომში დაქირავებულის სტატუსით ჩართვას.

სასამართლო სხდომა 3 მარტს გაიმართა; თუმცა მის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის სასამართლოში მხოლოდ დღეს გაჩნდა.

ცნობისთვის, გასული წლის აპრილში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ლეგიონის 24 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა.