ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია ნიცასთან და ოჯახთან ერთად საპატრიარქოში (ფოტო)

ხვიჩა კვარაცხელია ნიცასთან და ოჯახთან ერთად საპატრიარქოში (ფოტო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო თბილისის ბაზაზე მზადებას აგრძელებს და ბათუმში 24 მარტს გაემგზავრება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა და 22 მარტიდან გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში.

"კვარა" საქართველოში შეყვარებულთან ერთად ორი დღის წინ ჩამოვიდა. როგორც ცნობილი იყო, ის აპირებდა პატრიარქის მონახულებასაც. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი საპატრიარქოს ნიცასთან და ოჯახთან ერთად სტუმრობდა.

"ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში" - წერია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ გავრცელებული ფოტოს კომენტირებისას.

ნახეთ ასევე: