ავტორი:

"9 აპრილს, რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის" - ხაბეიშვილი

"9 აპრილს, რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის" - ხაბეიშვილი

9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვება მხოლოდ ხალხის ხელშია.

"არ დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ხელში. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ვივამედის“ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ვივამედის“ ეს განცხადება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და კლინიკა „ვივამედი“ ვეღარ უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას.

„განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს - პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა. ფაქტია, რომ აქ ვერ უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და ეს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც, საავადმყოფო ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას. აქედან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.