ავტორი:

"ჰარი პოტერის" ვარსკვლავი მალე მამა გახდება - "აქამდე ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ ერინს უკვე უჭირს მუცლის დამალვა“

"ჰარი პოტერის" ვარსკვლავი მალე მამა გახდება - "აქამდე ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ ერინს უკვე უჭირს მუცლის დამალვა“

“ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი, დენიელ რედკლიფი მალე მამა გახდება. დენიელის და მისი შეყვარებულის, ერინ დარკის წარმომადგენლები სიახლეს მედიასთანაც ადასტურებენ. წყვილი ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდება, თუმცა ისინი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ.

"დენიელს ძალიან უხარია, რომ მამა გახდება. მისი და ერინის ურთიერთობა განსაკუთრებულია და ყველა ფიქრობს, რომ ისინი არაჩვეულებრივი მშობლები იქნებიან“,- უთხრა წყარომ ბრიტანულ გამოცემას, The Sun-ს. "აქამდე ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ ერინს უკვე უჭირს მუცლის დამალვა.“

33 წლის დენიელ რედკლიფი უკვე 10 წელზე მეტია 38 წლის ამერიკელ კოლეგას, ერინ დარკს ხვდება. ისინი ერთმანეთთან 2013 წლის ფილმ "Kill Your Darlings”-ის გადაღებებზე დაახლოვდნენ. რედკლიფმა მოგვიანებით Plauboy-სთან ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე.

"სცენების გადაღებისას არც კი მიწევდა თამაში. ერთი მომენტია, როცა ჩემი პერსონაჟი იცინის, მაგრამ ამ დროს რეალურად ვიცინოდი. მას არაჩვეულებრივი იუმორი აქვს და ძალიან ჭკვიანია. მაშინვე ვიფიქრე, რომ ჩემი საქმე წასული იყო..“, - ამბობდა მსახიობი 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა