ავტორი:

ანჯელინა ჯოლი როტშილდების მემკვიდრესთან ერთად გადაიღეს - პაემანი თუ საქმიანი შეხვედრა?

ანჯელინა ჯოლი როტშილდების მემკვიდრესთან ერთად გადაიღეს - პაემანი თუ საქმიანი შეხვედრა?

ანჯელინა ჯოლი და როტშილდების მემკვიდრე, დევიდ მეიერ დე როტშილდი ერთმანეთს შეხვდნენ. 47 წლის მსახიობი და 44 წლის ბრიტანელი მილიარდერი გარემოსდამცველი მალიბუში, კალიფორნიაში ლანჩზე იყვნენ ერთად. მათ 3 საათზე მეტი დრო დაჰყვეს შეხვედრაზე. ჯოლის შავი გლამურული კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. დაწესებულებიდან წყვილი ერთად გამოვიდა და ღიმილით განაგრძო საუბარი.

ჯოლისა და როტშილდის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ იმაზე, თუ რის გამო შედგა მილიარდერისა და მსახიობის შეხვედრა. არ გამორიცხავენ, რომ ეს გარემოსდაცვით აქტივიზმსაც უკავშირდებოდეს.

ჯოლიმ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ დეკემბერში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას დატოვებდა:

  • "მომდევნო წლებში, ლტოლვილთა და სხვა დევნილთა მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება. გაეროს სისტემაში 20-წლიანი მუშაობის შემდეგ ვგრძნობ, რომ უკვე დროა სხვაგვარად გავაგრძელო მუშაობა, უშუალოდ ჩავერთო ლტოლვილებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში“.

ანჯელინა ჯოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსახიობმა ეს გადაწყვეტილება უშუალოდ დაზარალებულ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილის გამო მიიღო:

"ანჯელინა ასე უფრო ეფექტიანად იმუშავებს. ის აქამდეც ყოველთვის ხალხთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე სისტემასთან.“

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა