ავტორი:

"ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს... ეს ემოცია გიოს არასდროს დაავიწყდება" - "კვარამ" პატარა გულშემატკივარს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ოცნება აუხდინა

"ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს... ეს ემოცია გიოს არასდროს დაავიწყდება" - "კვარამ" პატარა გულშემატკივარს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ოცნება აუხდინა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მის გულმხურვალე გულშემატკივარს, 14 წლის გიორგი მურვანიძეს სანუკვარი ოცნება აუსრულა და ბერი ანდრიას ფონდში ზურა დავითაშვილთან ერთად ეწვია.

გიო ბერი ანდრიას ფონდში 2 წელია ცხოვრობს. მას უმძიმესი დაავადება აქვს, რომელსაც ვაჟკაცურად ებრძვის. გიორგის ხვიჩა კვარაცხელიას ფანობის შესახებ ბერი ანდრიას დედამ, თინათინმა გასულ კვირას საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.

მაშინ "კვარამ" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ზურა დავითაშვილის მეშვეობით გულშემატკივარს "მესენჯერის" მეშვეობით ესაუბრა და დაჰპირდა, რომ როცა საქართველოში ჩამოვიდოდა, პირადადაც გაიცნობდა.

გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გულშემატკივარს ეს პირობა შეუსრულა.

"ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძეს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკვლავებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა. ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ!" - წერს ბერი ანდრიას დედა თინათინი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ: