ავტორი:

შვედეთის პრინცესა თბილისის ქუჩებში - რა ფოტოებს აქვეყნებს საქართველოში შვედეთის საელჩო

შვედეთის პრინცესა თბილისის ქუჩებში - რა ფოტოებს აქვეყნებს საქართველოში შვედეთის საელჩო

შვედეთის პრინცესა ვიქტორია საქართველოს სტუმრობს, ის თბილისში გუშინ, 29 მარტს ჩამოვიდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

როგორც საქართველოში შვედეთის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერენ, პრინცესას ვიზიტის მიზანია შვედეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი მეგობრობის ხაზგასმა.

საელჩო ასევე აქვეყნებს პრინცესას ფოტოებს, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ სეირნობს ის თბილისის ქუჩებში.

"პრინცესას ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პროგრამის ნაწილია. გვირგვინოსან პრინცესას საქართველოში ვიზიტით სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.