ავტორი:

"მიწევს, უარვყო ჩემზე გავრცელებული ინფორმაცია" - ფაშინიანის ვაჟის თქმით, მას თავს არავინ დასხმია

"მიწევს, უარვყო ჩემზე გავრცელებული ინფორმაცია" - ფაშინიანის ვაჟის თქმით, მას თავს არავინ დასხმია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟმა, აშოტ ფაშინიანმა უარყო ინფორმაცია, რომ მას თავს დაესხნენ.

"ჩემზე არანაირი პოლიტიკური ან სხვა სახის თავდასხმა არ ყოფილა. სამწუხაროდ, მე თვითონ მიწევს უარვყო ჩემზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. რაც შეეხება ამ "ინფორმაციის“ გავრცელებას, ყველაზე გასაკვირი მგონია, ვინ ვის ციტირებს. რატომ, არც მაინტერესებს. ყოველივე საუკეთესო ყველას“, - ნათქვამია აშოტ ფაშინიანის განცხადებაში.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრის შვილზე თავდასხმის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ეს იყო ორგანიზებული პროვოკაციების სერია, რომლის კვალიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიდის. სიმონიანმა პოსტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, დღეს კი ეს პოსტი წაშალა.

სომხეთის პოლიციამ მედიასთან განაცხადა, რომ სამართალდამცავ უწყებებს პრემიერის შვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.