ავტორი:

"სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა" - ლევან ხაბეიშვილი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით

"სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა" - ლევან ხაბეიშვილი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას ითხოვს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, რიკოთის უღელტეხილზე განვითარებული მოვლენების გამო უნდა მოხდეს ირაკლი ქარსელაძის დაკითხვა:

"რიკოთის, მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა. ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

ჩამოიქცა რიკოთი, სამტრედიაში ახლად აშენებული ხიდი ჩავარდა და არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. რას ნიშნავს ეს დუმილი პასუხისმგებელი არავინ არის" - წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა ქვათაცვენის გამო შეიზღუდა. ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

ნახეთ ასევე: