ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1:0 წააგო.
გუნდები მოედანზე ასეთი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ:
ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, ლოსანო, ზილენსკი, კვარაცხელია
მილანი: მანიო, კალაბრია, კიაერი, ტომორი, ერნანდესი, ბენასერი, ტონალი, დიასი, კრუნიჩი, ლეაო, ჟირუ.
ტრავმის გამო თამაში კვლავ ვერ შეძლო "ნაპოლის" ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა, რაც დიდი დანაკლისია.
პირველი ტაიმი "ნაპოლიმ" თამაში ჩვეულ სტილში სწრაფი შეტევებით დაიწყო, ქართველი გამორჩეულად აქტიური იყო, მარცხნიდან ხვიჩას აქტიურობის და ჩაწოდების შემდეგ, ანგისას დარტყმა "მილანის" გოლკიპერმა ძლივს მოიგერია. პირველი 25 წუთის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ "მილანი" მოედანზე არ ჩანდა, "ნაპოლი"კი აქტიურად უტევდა. 25-ე წუთზე კი ლეაო, უსწრაფესი დრიბლინგის შემდეგ, "ნაპოლის" კარის დარაჯ მერეტთან პირისპი დარჩა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ "ნაპოლი" ისევ უტევდა, თუმცა 39-ე წუთზე "მილანმა" კონტრშეტევაზე დაიჭირა ნეაპოლელები და გოლის გატანაც მოახერხა. ბურთი მერეტის კარში ისმაელ ბენნასერმა გაიტანა.
მეორე ტაიმი კვლავ "ნაპოლის" შეტევებით დაიწყო, ხვიჩა ისევ აქტიურობდა. მისი ზუსტი პასის შემდეგ ამჯერად ელმასს აუღო "მილანის" მეკარემ. მატჩის დიდი ნაწილი "ნაპოლი" "მილანი" თითქმის გააქრო, მაგრამ ნეაპოლელებმა, ბურთის ტოტალურად ფლობის მიუხედავად ვერა და ვერ შეძლეს ბურთის კარში ზუსტად დარტყმა. შეიძლება ითქვას, რომ სპალეტის ექსპერიმენტმა ელმასი დაეყენებინა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, არ გაამართლა. მატჩმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად აკლია გუნდს ვიქტორ ოსიმენი. სამწუხაროდ, "ნაპოლისთვის" ეს მატჩი გამორჩეული აღმოჩნდა ყვითელი ბარათების რაოდენობითაც. მსაჯამ სულ 10-ჯერ გამოყენა ყვითელი ბარათი, აქედან 7-ჯერ "ნაპოლის" ფეხბურთელებს აჩვენა. 74-ე წუთზე ზამბო ანგისას, მიიღო რა მეორე ყვითელი ბარათი, მოუწია მოედენის დატოვება და ნეაპოლელები 10 კაცით დარჩნენ. მე-80 წუთზე სპალეტიმ ხვიჩა კავარცხელია შეცვალა. მატჩის მიწურულს კაცნაკლული "ნაპოლი" კვლავ ძალიან მწვავედ უტევდა, განსაკუთრებულად აქტიურობდნენ შეცვალზე შემოსული ფეხბურთელები. დი ლორენცოს კი "მილანის" მეკარემ ურთულესი ბურთი აუღო.
საბოლოოდ მეორე ტაიმი უგოლოდ დასრულდა. "ნაპოლიმ" მინიმალური ანგარიშით წააგო. ყველაფერი ნეაპოლში გადაწყდება.
განმეორებითი მატჩი მარადონაზე 18 აპრილს გაიმართება.