ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1:0 წააგო.
იტალიური გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებისას სწორედ ამ მომენტს იხსენებენ და წერენ, რომ შესაძლოა, ამ ეპიზოდს გადაეწყვიტა მატჩის ბედი.
Calcionapoli1926 მატჩის მიმდინარეობისას წერდა, რომ კვარაცხელია ცდილობდა გუნდის დამუხტვას, თუმცა მარტო იბრძოდა და თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ ისე, როგორც საჭირო იყო.
"ნაპოლის რიგებიდან ყველაზე დიდი მუხტი კვარაცხელიას თამაშიდან ჩანს", - წერს Calciomercato.
მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა და ფეხბურთელები შეაქო, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ კაცნაკლულებიც კი უტევდნენ (მეორე ტაიმში მსაჯმა მოედნიდან ზამბო ანგისა გააძევა). სპალეტიმ ასევე შეაქო ელიფ ელმასი და აღნიშნა, რომ "მეტოქე გუნდის მეკარე მუდმივად დაძაბულობის ქვეშ ჰყავდა."
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის თქმით, ვიქტორ ოსიმენი მომდევნო თამაშში აუცილებლად იქნება.
"ფორვარდი რომ გვყოლოდა, მეტი შანსი გვექნებოდა. ოსიმენი 100%-ით იქნება საპასუხო შეხვედრაში, ყველაფერი ამისკენ მიდის" - აღნიშნა სპალეტიმ.
რაც შეეხება შეფასებებს, Sofascore-მა "კვარას" 6.9 ქულა, Whoscored-მა კი 7.3 დაუწერა.
ნახეთ ასევე: