ავტორი:

ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

სტრასბურგში, 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავდა.