ავტორი:

"FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა" - რას წერს ამერიკული მედია

"FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა" - რას წერს ამერიკული მედია

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ FBI და ამერიკული მედია საშუალებები ავრცელებენ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში საუბარია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში “სამართალდამცავების სანქცირებულ ოპერაციაზე".

მედიის თანახმად, დაკავებული მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირაა. სოცქსელებში, სავარაუდოდ, ტეიშეირას სახლთან სპეცოპერაციის დროს გადაღებული ფოტო მასალაც ვრცელდება.