ავტორი:

რუსები ცდილობენ, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონების გადაფორმება მოასწრონ ზაფხულამდე - "გარშემო უამრავი შენობა-ნაგებობაა, მათ შორის ქართველების ნასახლარები..."

რუსები ცდილობენ, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონების გადაფორმება მოასწრონ ზაფხულამდე -  "გარშემო უამრავი შენობა-ნაგებობაა, მათ შორის ქართველების ნასახლარები..."

"რუსეთის ზეწოლა უძრავის ქონების დასათმობად კვლავ გრძელდება", - ასე ეხმაურებიან აფხაზები რუსების მიერ უძრავი ქონების სამართლებრივად გადაფორმების მცდელობებს. ადგილობრივების თქმით, რუსები ცდილობენ, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონების გადაფორმება მოასწრონ ზაფხულამდე.

ჯერ კიდევ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დაწყებული ვაჭრობა გრძელდება. ის, რაც ვერ გაბედა ხაჯიმბამ, რუსეთის წაქეზებითა და აქტიურობით, არძინბა-გვაზავას კლანი აგრძელებს და ცდილობს სისრულეში მოიყვანოს.

  • აფხაზური ოპოზიციის თქმით, მათი და საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი თავისი მიზნის მიღწევას მაინც ცდილობს, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, ეს შეიძლება გამოსავალიც იყოს.

"გარშემო უამრავი შენობა-ნაგებობაა, მათ შორის ქართველების ნასახლარები, რაც ახლა უქმადაა, რადგან ახალმა პატრონებმა მათი გარემონტება დააგვიანეს, შესაბამისად, ახლა კი უკვე გვიანია და თუ რუს ინვესტორებს მისცემენ, სარგებელსაც ნახავენ", - წერენ აფხაზები.

თუმცა ადგილობრივების დიდი ნაწილი ოკუპირებულ რეგიონში რუსული და სომხური ინვესტიციების შეჩერებას მოითხოვს, თუმცა ეს პროტესტი იმ ზეწოლის ფონზე, რასაც კრემლი და რეგიონში მათი საყრდენები ახორციელებენ, სუსტი აღმოჩნდა, ამიტომაც აპარტოტელების თემა აფხაზეთში სულ უფრო დიდ ცდუნებას იწვევს...

ადგილობრივები წერენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს ბევრ ქვეყანაში შეექმნათ პრობლემა, როგორც დასვენების, ასევე, ბიზნესის კუთხით, ამიტომაც მათთვის აფხაზეთი მეტად საინტერესო გახდა, შესაბამისად, რუსები ცდილობენ ზაფხულამდე დრო არ დაკარგონ, ხელში ჩაიგდონ რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონება და ეს ბიზნესად აქციონ.

პოლიტიკოსი, აფხაზური სახალხო მოძრაობის წევრი ომარ სმირი ადგილობრივ ხელმძღვანელობას უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის ლობირებაში ადანაშაულებს. "აპარტოტელების წინააღდეგი არავინ არის, რადგან ეს ტურისტული ბიზნესია, მაგრამ ეს ბინებისა და მიწების გადაფორმების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. რუსეთი თავისი მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის ლეგალიზებას ითხოვს, ამაშია პრობლემა", - ამბობს სმირი გამოცემა ekhokavkaza.com-სთან საუბარში.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების გარშემო სადავო საკითხები წარმოიშვება, ის ე.წ. სასამართლოს გადაეცემა, თუმცა აფხაზების თქმით, რუსული გავლენების გათვალისწინებით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ.