საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის წევრებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
ისინი კლინიკა "ვივამედთან“ იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს.
„მალე თავისუფლება, ქრისტე აღსდგა! ღმერთის წყალობით ყველაფერი მაგრად იქნება“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.