ავტორი:

გია ბარამიძე და პეტრე ცისკარიშვილი აღდგომას უკრაინაში, ქართველ მებრძოლებთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს ენმ

გია ბარამიძე და პეტრე ცისკარიშვილი აღდგომას უკრაინაში, ქართველ მებრძოლებთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს ენმ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უკრაინაში ჩავიდნენ, ქართველი მებრძოლები მოინახულეს და აღდგომა მიულოცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ენმ ავრცელებს.

"ვიზიტის ფარგლებში, მათ უკრაინაში ზაპაროჟიეს ოლქსა და ბახმუტის მისაგდომებთან, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ქართველი მებრძოლები მოინახულეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და მათ მხნეობა და გამძლეობა უსურვეს.

იმ დროს, როცა საქართველოში ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სასაფლაოებზე შეიარაღებული რუსი სამხედროები ხვდებიან, უკრაინაში გმირი ქართველი მებრძოლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისა და ძლიერებისთვის იბრძვიან.

პუტინის რუსეთისთვის არაფერია წმინდა! აღდგომის ღამეს მათ უკრაინის არაერთ დასახლებულ პუნქტზე მასირებული შეტევა მიიტანეს, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები, დაინგრა მართლმადიდებლური ეკლესია, თუმცა ვერ შეასუსტეს რწმენა. რწმენა იმისა, რომ ეს არის გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა! ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ღმერთი ფარავდეს უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!", - ნათქვამია "ნაციონალური მოძაობის" მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.