ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" რიგებს სეზონის ბოლოს, ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს.
ფაბრიციო რომანო ასევე წერს, რომ "ჩელსი" და "ტოტენჰემი" მამარდაშვილთან დაკავშირებით სიტუაციის განვითარებას აკვირდებიან, ხოლო "ლესტერის" წარმომადგენელი ათი დღის წინ შეხვდა ქართველი მეკარის აგენტს.
მოლაპარაკებების დეტალები უცნობია, თუმცა შანსი იმისა, რომ მამარდაშვილი შესაძლოა, მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაში ვიხილოთ, დიდია.
რაც შეეხება მის ამჟამინდელ კლუბს, "ვალენსიას", ესპანურ "ლა ლიგაში" ცხრილში ამ დროისთვის მე-18 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაშია.