ავტორი:

პოპულარული K-pop ჯგუფის, Astro-ს წევრი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოპულარული K-pop ჯგუფის, Astro-ს წევრი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

K-pop ჯგუფის, Astro-ს წევრი მუნბინი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ხმის ჩამწერი ლეიბლი, Fantagio ადასტურებს.

კომპანიამ ხალხს მოუწოდა, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან და მავნე ცნობების გავრცელებისგან, რათა არტისტის ოჯახმა მშვიდად მიაგოს მას პატივი.

სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, მუნბინი მისმა მენეჯერმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვა. სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

საკონცერტო ტურნეს ბოლო კონცერტის შემდეგ, მუნბინი ფანებს გამოუტყდა, რომ მას რთული პერიოდი ჰქონდა:

"ერთი რამ მინდა ვაღიარო, რეალურად თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ალბათ, კოცნერტის დაწყების დღიდან ეს ბევრმა შეამჩნია, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ვვარჯიშობ და ვცდილობ, ნელ-ნელა ფორმაში ჩავდგე. ეს სამუშაო ჩემი არჩეულია, ამიტომ ბედნიერი უნდა ვიყო, რომ ჩემი ფანებიც ბედნიერები იყვნენ",- თქვა მან.

ჯგუფში მუნბინი ცნობილი იყო, როგორც ყველაზე ნიჭიერი მოცეკვავე. Astro-ში დებიუტამდე, ის მსახიობად და მოდელადაც მუშაობდა. ჯგუფის თაყვანისმცემლები, ცნობილი როგორც "აროჰა", ყველასთვის საყვარელი წევრის სიკვდილს გლოვობენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა