სტეფანი მეიერის ბესტ სელერ წიგნზე, Twilight-ზე დაფუძნებული სატელევიზიო სერიალი გადაღებების ადრეულ ეტაპზეა, ინფორმაციას Entertainment Tonight ადასტურებს.
ჯერ უცნობია, სატელევიზიო შოუ მეიერის წიგნების რიმეიქი იქნება, თუ მისი ალტერნატიული ვერსია. Hollywood Reporter-ის ცნობით, სტეფანი მეიერი სატელევიზიო ადაპტაციის გადაღებებში თვითონაც ჩაერთვება.
ვამპირებზე დაწერილი ფანტასტიკური ჟანრის რომანების შთაგონებით გადაღებულ პოპულარულ ფილმებში მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი, რობერტ პატინსონი და ტეილორ ლოტნერი თამაშობენ. Twilight Saga-ს ხუთმა ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 3.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი შეადგინა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.
ეს სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც Warner Bros. Discovery-მ გამოაცხადა, რომ მათ Harry Potter-ზე სატელევიზიო სერიალის გადაღება აქვთ დაგეგმილი.
წყარო: cbsnews
მოამზადა: ანა სიბოშვილმა