ავტორი:

"ყოველთვის ცდილობს მცველთან დაპირისპირებას, არ ეშინია, ისეთია, რომლის მსგავსიც ძნელია, იტალიის ლიგაში ნახო" - ფრანჩესკო ტოტი "კვარას" შესახებ

"ყოველთვის ცდილობს მცველთან დაპირისპირებას, არ ეშინია, ისეთია, რომლის მსგავსიც ძნელია, იტალიის ლიგაში ნახო" - ფრანჩესკო ტოტი "კვარას" შესახებ

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეხებ ისაუბრა.

ტოტის ჟურნალისტმა "კვარასა" და პორტუგალიელი რაფაელ ლეაოს შედარება სთხოვა, რასაც იტალიელმა ასე უპასუხა:

"ჩემთვის ისინი აბსოლუტურად განსხვავებული მოთამაშეები არიან. ლეაო უფრო ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, ძალიან სწრაფია.

კვარაცხელია კი ძალიან ტექნიკურია, ის ყოველთვის მზადაა, ერთი-ერთზე წავიდეს, ყოველთვის ცდილობს მცველთან დაპირისპირებას და არ ეშინია, რადგან ისეთი პიროვნებაა, რომლის მსგავსიც ძნელია, იტალიის ლიგაში ნახო", - ამბობს ტოტი.