მიმდინარე წლის აპრილში, ოკეანის წყლების ზედაპირის ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - მთელი ისტორიის განმავლობაში ის ასეთი სიძლიერით და სისწრაფით არ გამთბარა. ჯერჯერობით მეცნიერები ამ მოვლენას ვერაფრით ხსნიან, მაგრამ შიშობენ, რომ ამან სხვა მიმდინარე კლიმატურ პროცესებთან ერთად, შესაძლოა, უკვე მიმდინრე წლის ბოლოს გლობალურ ტემპერატურა ახალ საფეხურზე აიყვანოს.
სპეციალისტების აზრით, უახლოეს თვეებში ელ-ნინიოს მძლავრი ეფექტიც დაფიქსირდება, რაც კლიმატზე თავისებურ გავლენას მოახდენს.
რა არის ელ-ნინიო?
აღსანიშნავია, რომ ოკეანის დათბობა დამღუპველია ზღვის ბინადრებისთვის. ამას გარდა, ის ზღვის დონის აწევასაც გამოიწვევს. დათბობა ასევე ამცირებს ოკეანეების უნარს, შთანთქას პლანეტის მავნე სითბური აირები.
მოვლენათა ახალ განვითარებას ახალი კვლევაც მიეძღვნა, რომელიც სამეცნიერო წრის გარეთ, სამწუხაროდ, შეუმჩნეველი დარჩა.
კვლევის შედეგით ვგებულობთ, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩვენმა პლანეტამ 50%-ით მეტი სითბო შეინარჩუნა, ვიდრე ადრე და ამ სითბოს დიდი ნაწილი ოკეანეში მიდის.
შედეგი ბევრი რეგიონისთვის საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა. მიმდინარე წლის მარტში, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლის ზედაპირზე ტემპერატურა 1981-2011 წლების საშუალო ტემპერატურას 13,8 გრადუსით აღემატებოდა.
"უცნობია, რატომ ხდება ასეთი სწრაფი და გრანდიოზული ცვლილებები. არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს არის კლიმატური ცვლილებებით ან ბუნებრივი ვარიაციებით გამოწვეული, ანაც ამ ორი ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ ცვლილებები ცხადია...“, - განაცხადა ახალი კვლევის ავტორმა, Mercator Ocean International-ის ოკეანოგრაფმა კარინა ფონ შუკმანმა. მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ოკეანეების დათბობაზე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შესაძლოა, იყოს გემებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება.
2020 წელს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ საწვავში გოგირდის მინარევების შემცველობაზე შეზღუდვები შემოიღო. ეფექტი მყისიერი იყო: გემის მილებით ატმოსფეროში გატყორცნილი აეროზოლის ნაწილაკების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. თუმცა, ეს ნაწილაკები, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ, ამავდროულად ასახავდნენ სითბოს კოსმოსში, რომელმაც ოკეანის ზედაპირზე ახლა მიაღწია.
მსოფლიო ოკეანის ზედაპირთან წყლის საშუალო ტემპერატურა, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 0,9 გრადუსით გაიზარდა. მარტო უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელმა 0,6 გრადუსი შეადგინა.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ წყლის გასათბობად უფრო მეტი ენერგიაა საჭირო და ასევე ისიც, რომ ოკეანე სითბოს უფრო სიღრმეში შთანთქავს.
მაგრამ საშუალო ტემპერატურის ერთი შეხედვით მცირე ზრდასაც კი მნიშვნელოვანი და ძალიან ნეგატიური შედეგები მოჰყვება:
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასევე ძლიერ აწუხებთ მეცნიერებს, არის ელ-ნინიო, როგორც სამხრეთ რხევის ფაზა, რომელშიც გახურებული ზედაპირული წყლების არეალი აღმოსავლეთისკენ გადადის. მას აქვს საპირისპირო გამაგრილებელი La Niña ფაზა, რომელიც გლობალური ტემპერატურის ბალანსის საშუალებას იძლევა, მაგრამ, როგორც ჩანს, ელ-ნინიოს ეფექტი იზრდება, რაც ამ ბალანსის დარღვევას ემუქრება.
მეცნიერები ჯერ არ რისკავენ და რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ, მაგრამ მათი ვარაუდით, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გლობალური დათბობა მოხდება ნახტომისებურად, ანუ მრავალი წლის განმავლობაში თითქოს არაფერი მოხდება და უცებ მკვეთრი ცვლილებების მომსწრე გავხდებით. წყარო