მას შემდეგ, რაც იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატ სერია A - ში "ნაპოლის" უახლოესი მდევარი, "ლაციო" ინტერთან" სტუმრად 3:1 დამარცხდა, ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სკუდეტოს დღესვე, სარეკორდო დროით - 6 ტურით ადრე მოპოვების შესაძლებლობა მიეცა, რაც ნეაპოლელებმა ვერ გამოიყენეს. ისინი შინ "სალერნიტანას" მასპინძლობდნენ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. "ნაპოლის" გაჩემიონება გადაიდო, თუმცა ნეაპოლში ზეიმისთვის სამზადისი გრძელდება. იტალიური მედია ბოლო დღეებია ნეაპოლის დიდი დღესასწაულისთვის სამზადისზე წერს. ნახეთ რა ხდება ქალაქის ქუჩებში.