ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთს მოუწოდებს არ გააძლიეროს თავდასხმები უკრაინაზე, მას შემდეგ რაც მოსკოვმა კიევი კრემლზე თავდასხმასა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად. ეს არის ის, რაც გვაწუხებს. ჩვენ გვაღელვებს, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტი ადამიანის, ჯარისკაცი გაწვევის, უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად“, - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.
”ომის საუკეთესო გამოსავალი, ომის ერთადერთი გამოსავალი, არის, რომ რუსეთმა შეაჩეროს თავდასხმა და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, - აღნიშნა ბორელმა.
წაიკითხეთ ასევე: