მარნეული -სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ასევე, დაშავდა ერთი პირი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სახანძრო სამაშველო და პოლიცია.