ავტორი:

პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანის მოედანზე 9 მაისს კონცერტი "ევროპისათვის" გაიმართება

პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანის მოედანზე 9 მაისს კონცერტი "ევროპისათვის" გაიმართება

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისრტაციის მხარდაჭერით კონცერტი "ევროპისათვის“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი - „სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.